საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასება


VII   კლასი

თემატური ბლოკი: მუსიკა სამყაროში და  სამყარო მუსიკაში

თემა: ბუნება და ტექნიკა მუსიკაში                                              საათების სავარაუდო რაოდენობა - 18 სთ (+ 4)

ცნებები:

მელოდია, რიტმი და მეტრი, ჰარმონია, ჟანრი, ფორმა
საკვანძო შეკითხვები
·         როგორ გადმოსცემენ კომპოზიტორები ბუნებრივ და მექანიკურ სამყაროს მუსიკის საშუალებით?
·         როგორ შევარჩიო შესაბამისი რიტმი, ჰარმონია, ფორმა ბუნებრივი ან მექანიკური სამყაროს გადმოსაცემად?
·         რა ჟღერადობა გამოვიყენო ბუნებრივი ან მექანიკური სამყაროს გადმოსაცემად?
აქტივობები


იდეები კომპლექსური/პროექტული დავალებებისთვის


შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         მუსიკალური ნაწარმოების ჰარმონიაზე, რიტმსა და ფორმაზე დაკვირვებით მსჯელობა, როგორ ახერხებს კომპოზიტორი  ბუნებრივი და მექანიკური სამყაროს გადმოცემას (მუს.საბ.4,5);
·         სათანადო რიტმის, ჰარმონიის და ფორმის გამოყენებით ბუნებრივი თუ მექანიკური სამყაროს შესახებ საკუთარი წარმოდგენების გადმოცემა; მიზნის შესაბამისად საკუთარი კომპოზიციისთვის ფორმის/ჟანრის განსაზღვრა (მუს.საბ.1,2,3).
მკვიდრი წარმოდგენები
·         მუსიკის საშუალებით ბუნებრივი და მექანიკური სამყაროს გადმოცემა შეიძლება;
·         მექანიკური და ბუნებრივი სამყაროს ამოცნობა მუსიკაში გამოყენებული რიტმული და ჰარმონიული  ხერხების მიხედვით შეიძლება;
·         მექანიკური და ბუნებრივი სამყაროს გადმომცემ მუსიკას სხვადასხვა ემოციური განწყობის გამოწვევა შეუძლია;
·         მექანიკური სამყაროს გადმოსაცემად იგონებდნენ და მუსიკალურ ნაწარმოებებში იყენებდნენ ახალ ინსტრუმენტებს („მარტენის ტალღები“, ელექტრო-ორგანი, სინთეზატორი და სხვ.).















თემატური ბლოკი:  მუსიკა საზოგადოებაში და საზოგადოება მუსიკაში

თემა: ძველი და ახალი მუსიკაში                                                     საათების სავარაუდო რაოდენობა - 20 სთ (+ 4)
ცნებები:

მელოდია, რიტმი და მეტრი, ჰარმონია, ჟანრი, ფორმა
საკვანძო შეკითხვები
·         როგორ ამოვიცნოთ ძველი და ახალი დროის ნიშნები მუსიკაში?
·         როგორ შევარჩიო შესაბამისი რიტმი, ჰარმონია, ფორმა ძველი ან ახალი დროისთვის დამახასიათებელი მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად?
·         როგორ მივაღწიო ძველი ან ახალი დროის მუსიკისთვის დამახასიათებელ ჟღერადობას?
აქტივობები


იდეები კომპლექსური/პროექტული დავალებებისთვის


შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         მუსიკალური ნაწარმოების ჰარმონიაზე, რიტმსა და ფორმაზე დაკვირვებით მსჯელობა, ახალ თუ ძველ დროს მიეკუთვნება ესა თუ ის მუსიკალური ფრაგმენტი (მუს.საბ.4,5);
·         სათანადო რიტმის, ჰარმონიის და ფორმის გამოყენებით ძველი ან ახალი დროისთვის დამახასიათებელი მუსიკალური კოლაჟების შექმნა (მუს.საბ.1,2,3).
მკვიდრი წარმოდგენები
·         მუსიკაში ძველი და ახალი დროის ნიშნების ამოცნობა შეიძლება;
·         ძველი და ახალი დროის ნიშნების ამოცნობა მუსიკაში გამოყენებული რიტმული და ჰარმონიული  ხერხებით შეიძლება;
·         ძველი და ახალი დროის მუსიკას სხვადასხვა დროს შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტებით ასრულებენ (კლავესინი, ლირა, ელექტროგიტარა, სინთეზატორი და სხვ.).











თემატური ბლოკი: მე მუსიკაში და მუსიკა ჩემში

თემა: სიყვარული და სიძულვილი მუსიკაში                საათების სავარაუდო რაოდენობა - 20 სთ (+ 4)
ცნებები:

მელოდია, რიტმი და მეტრი, ჰარმონია, ჟანრი, ფორმა
საკვანძო შეკითხვები
·         როგორ გადმოსცემენ კომპოზიტორები სიყვარულს ან სიძულვილს მუსიკის საშუალებით?
·         როგორ შევარჩიო შესაბამისი რიტმი, ჰარმონია, ფორმა სიყვარულის ან სიძულვილის გადმოსაცემად?
აქტივობები


იდეები კომპლექსური/პროექტული დავალებებისთვის


შეფასების ინდიკატორები - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·         მუსიკალური ნაწარმოების ჰარმონიაზე, რიტმსა და ფორმაზე დაკვირვებით მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს კომპოზიტორი სიყვარულის თუ სიძულვილის გადმოცემას (მუს.საბ.4);
·         სათანადო რიტმის, ჰარმონიის და ფორმის გამოყენებით სიყვარულისა და სიძულვილის შესახებს საკუთარი წარმოდგენების გადმოცემა (მუს.საბ.1,2,3);
·         მუსიკალური ხერხებით გადმოცემულ სიყვარულსა და სიძულვილს შორის კონფლიქტის  გაანალიზება შეთავაზებულ მუსიკალურ ფრაგმენტზე დაყრდნობით (მუს.საბ.5).
მკვიდრი წარმოდგენები
·         მუსიკის საშუალებით სიყვარულის და სიძულვილის გადმოცემა  შეიძლება;
·         სიყვარულის და სიძულვილის გადმოცემა მუსიკაში გამოყენებული რიტმული და ჰარმონიული  ხერხებით შეიძლება;
·         სიყვარულის და სიძულვილის დაპირისპირების თემა მსხვილი ფორმის მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს დაედო საფუძვლად.








No comments:

Post a Comment