საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობის რეფლექსია

   სსიპ ქალაქ თბილისის 167 საჯარო სკოლის VII კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მუსიკის წრე ,,კამერტონი“. წრეში გაერთიანებული იყო 11 მოსწავლე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც.
    წრეში გაერთიანებული იყო  თერთმეტი მოსწავლე. საწრეო მუშობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ ხუთშაბათ  მეშვიდე გაკვეთილზე. საწრეო მუშობაზე განსახილველი საკითხები შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით.
    საწრეო მუშაობის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ მრავალმხრივი მიდგომით, გამოხატვის მრავალსახოვნებით და შემოქმედებითი თავისუფლებით , რომელიც კარგად ესადაგება თანამედროვე ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს,  შემოქმედებითი თვითგამოხატვისა  და მშვენიერების განცდის უნარის განვითარება.   ხელს უწყობს მომავალი თაობის ჰარმონიულ აღზრდას.
   საწრეო მუშაობა ეფექტური გამოდგა, მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ LMMS-ს პროგრამაში მუშობა,სხვადასხვა აქტივობები და მრავალფეროვანი მუსიკალური მოსასმენი მასალა რომელსაც სიამოვნებით განიხილავდნენ მოსმენის შემდეგ.
   სამუშაო გარემო იყო  მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე  აგებული.
 ვცდილობდი, რომ  მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები. 
  წრის  წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ.         მათი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
     ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ  წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო და სახალისო მათი შვილებისთვის.
    


No comments:

Post a Comment